ჩანაწერი
Laravel
სიტყვის ნატანი...
სიტყვის ნატანი, ვულკანური,
ზღვის ყაშყაშით გარემოცული.
ზემორე
მასა მონიაღვრე
უბადრუკთა ნაშიერთა: მან
ალამი ააფრიალა – ხატის და ასლის
დროებაში ქედმაღლური გადაჯვარება.
ვიდრე შენ სიტყვის მთვარეს გარე-
ტყორცნი, იქიდან
მიქცევას უმზერს სასწაული
და გულის-
მსგავსი კრატერი
შობს და შიშველია დასაწყისთა,
მეფურ-
არსთა ხილულსაქმნელად.
(გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ)
ზღვის ყაშყაშით გარემოცული.
ზემორე
მასა მონიაღვრე
უბადრუკთა ნაშიერთა: მან
ალამი ააფრიალა – ხატის და ასლის
დროებაში ქედმაღლური გადაჯვარება.
ვიდრე შენ სიტყვის მთვარეს გარე-
ტყორცნი, იქიდან
მიქცევას უმზერს სასწაული
და გულის-
მსგავსი კრატერი
შობს და შიშველია დასაწყისთა,
მეფურ-
არსთა ხილულსაქმნელად.
(გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ)
Laravel
კომენტარი
0