ჩანაწერი
Laravel
არავისად მიკრული...
არავისად მიკრული ლოყით –
შენად, სიცოცხლევ.
შენად, ხელის ნარჩენებით
მიგნებულისად.
თითებო.
შორით, ყარიბობით,
ჯვარედინებზე, ხანად და ხანად,
სულისმოთქმა
თავისუფლად დაშთენილი ასოებითურთ,
ოდესმე მტვრიან სასთუმალ-
ზედა.
გახევებული მარაგი გულის: იგივ
მხრჩოლავი
მსახური ნათლის და სიყვარულის.
ალი ნახევარ
სიცრუის ჯერაც
არა ერთ ან ორ
ღამემთევარ იმ ფორაში,
მას რომ ეხება.
მაღლითკენ ჩქამი საკეტისა,
სუნთქვის-
ხეში ზემორე თქვენდა:
უკანასკნელი
სიტყვა, თვალი რომელმაც გკიდათ,
ჯერარს, ამიერ თავისშივე იყოს და დაშთეს.
. . . . . . . . . . . . . .
შენად მიკრული,
სიცოცხლეო,
მიგნებულო ხელის ნარჩენით.
(გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ)
შენად, სიცოცხლევ.
შენად, ხელის ნარჩენებით
მიგნებულისად.
თითებო.
შორით, ყარიბობით,
ჯვარედინებზე, ხანად და ხანად,
სულისმოთქმა
თავისუფლად დაშთენილი ასოებითურთ,
ოდესმე მტვრიან სასთუმალ-
ზედა.
გახევებული მარაგი გულის: იგივ
მხრჩოლავი
მსახური ნათლის და სიყვარულის.
ალი ნახევარ
სიცრუის ჯერაც
არა ერთ ან ორ
ღამემთევარ იმ ფორაში,
მას რომ ეხება.
მაღლითკენ ჩქამი საკეტისა,
სუნთქვის-
ხეში ზემორე თქვენდა:
უკანასკნელი
სიტყვა, თვალი რომელმაც გკიდათ,
ჯერარს, ამიერ თავისშივე იყოს და დაშთეს.
. . . . . . . . . . . . . .
შენად მიკრული,
სიცოცხლეო,
მიგნებულო ხელის ნარჩენით.
(გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ)
Laravel
კომენტარი
0