შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

კაჭარი

პაულ ცელანი 7 წლის წინ
საღამოჟამნი დაიმარხნენ შენი
თვალის ქვეშ. და, ასე, ბაგით თავ-
მოყრილი მარცვლები სიტყვის – მშვენიერი,
უხმო სიმრგვალე –

თანაუდგანან ვარსკვლავმცენარეს,
მცოცავს მათი შუაგულკენ. ქვა,
ოდესღაც რომ საფეთქლებთან ახლოს იყო, აქ აღმოხდება:
თანაერთ ყველა

აფეთქებული
მზისა, ჰგიებდი,
სულო, ეთერში.

(გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ)
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →