ჩანაწერი
Laravel
ტიუბინგენი ,იანვარი
თვალები, გადმო-
ბირებული სიბრმავისაკენ.
მათი – “ესერა,
გამოცანა, არის წმინდად-
გადმომხლტომარე”, მათმიერნი
მოგონებანი
ჰოლდერლინის ცურვილთა კოშკთა, თოლიების-
მიმოკივილში.
დამხრჩვალ დურგალთა სტუმრობანი
ამ
დაძირულ სიტყვათა თანა:
რომ მოსულიყო,
მოსულიყო ადამიანი,
რომ მოსულიყო სამყაროში ადამიანი,
ნათელი წვერით
უხუცესთა: იგი შეძლებდა,
ამ დროებაზე
მომეტყველე, იგი
შეძლებდა
მარტოდენ ლუღლუღს, ოდენ ლუღლუღს,
კვლავ-და-კვლავ-
ლუღლუღს.
(“პალლაკშ. პალლაკშ”.)
(გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ)
ბირებული სიბრმავისაკენ.
მათი – “ესერა,
გამოცანა, არის წმინდად-
გადმომხლტომარე”, მათმიერნი
მოგონებანი
ჰოლდერლინის ცურვილთა კოშკთა, თოლიების-
მიმოკივილში.
დამხრჩვალ დურგალთა სტუმრობანი
ამ
დაძირულ სიტყვათა თანა:
რომ მოსულიყო,
მოსულიყო ადამიანი,
რომ მოსულიყო სამყაროში ადამიანი,
ნათელი წვერით
უხუცესთა: იგი შეძლებდა,
ამ დროებაზე
მომეტყველე, იგი
შეძლებდა
მარტოდენ ლუღლუღს, ოდენ ლუღლუღს,
კვლავ-და-კვლავ-
ლუღლუღს.
(“პალლაკშ. პალლაკშ”.)
(გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ)
Laravel
კომენტარი
0