ჩანაწერი
Laravel
თორმეტი წელი
მართლად-
შთენილ და მართლად-
ქცეულ სტრიქონთა რიგი: . . . და იგივ შენი
სახლი პარიზში – შენი ხელების
მსხვერპლშეწირვის ადგილად რომ გადაქცეულა.
სამჯერ ჩასუნთქვა,
მერე სამჯერ გამობრწყინება.
. . . . . . . . . . .
სიმუნჯეა საცნაური, სიყრუვეა საცნაური
ამ თვალთა მიღმა.
მე ვხედავ შხამის ყვავილობას.
თითოეულ სიტყვაში, ხატში.
წადი. და მოდი.
სიყვარული შლის თავის სახელს: შენ
მოგაწერს იგი თავის თავს.
(გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ)
შთენილ და მართლად-
ქცეულ სტრიქონთა რიგი: . . . და იგივ შენი
სახლი პარიზში – შენი ხელების
მსხვერპლშეწირვის ადგილად რომ გადაქცეულა.
სამჯერ ჩასუნთქვა,
მერე სამჯერ გამობრწყინება.
. . . . . . . . . . .
სიმუნჯეა საცნაური, სიყრუვეა საცნაური
ამ თვალთა მიღმა.
მე ვხედავ შხამის ყვავილობას.
თითოეულ სიტყვაში, ხატში.
წადი. და მოდი.
სიყვარული შლის თავის სახელს: შენ
მოგაწერს იგი თავის თავს.
(გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ)
Laravel
კომენტარი
0