შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

შენი ..

პაულ ცელანი 7 წლის წინ
შენი
მიღმეთში ყოფნა ამ ღამით.
სიტყვებით ისევ დაგაბრუნე, შენ ახლა აქ ხარ,
არის ყოველი ნამდვილი და – მოლოდინი
იმ ნამდვილისა.


ჩვენი სარკმლის წინ
ლობიო მაღლა-მაღლა მიცოცავს: ერთი იფიქრე,
ვინ იზრდება ჩვენს გვერდით და
ვინ უმზერს ამას.


ღმერთი, ჩვენ როგორც წაგვიკითხავს, არის
ნაწილი და ის მეორე ნაწილიც არის, მიმოფანტული:
სიკვდილში
ყველა მოცელილისა
შეეზრდება იგი თავის თავს.


იქით
მიგვიძღვის სწორედ მზერა,
ჩვენ ვურთიერთობთ
ამ
ნახევართან.

(გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ)
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →