შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

ღვინოს და...

პაულ ცელანი 7 წლის წინ
ღვინოს და გაუჩინარებას, ამ
ორივეს მინებებული:


მივაჭენებდი თოვლიანში, გესმის თუ არა,
მივაჭენებდი ღმერთს შორეთში – ახლოეთში, იგი მღეროდა,
ეს იყო
ჩვენი ბოლო ჯირითი
ადამიან-ბარიერთა თავს.


იკაკვებოდნენ, როს
თავზემოთ ჩვენ ჩავესმოდით, ისინი
წერდნენ,
მათგან მოსახულ
ერთ-ერთ ენაზე
მოჩხიბავდნენ ჩვენეულ ჭიხვინს.

(გერმანულიდან თარგმნა დათ ბარბაქაძემ)
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →