შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

ღამე

პაულ ცელანი 7 წლის წინ
ხრეში და ჩამონახრეში და ნამსხვრევების სუსტი ჩქამი,
მსგავსი ჟამთა ნუგეშინისა.

თვალთაცვალება, უდროო დროს, ბოლოსდაბოლოს,
ხატშეუცვლელი,
გახევებული
თვალის ბადურა – :
ნიშანია მარადისობის.

მოაზრებადი:
შორ სიმაღლეში, სამყაროს მართვის ბერკეტები,
ვარსკვლავის მსგავსი,
სიალისფრე ორთა ბაგეთა.

მოსმენადი (ალიონზე?): ქვა,
რომელიც მეორე ქვას დამიზნებოდა.

(გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ)
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →