ჩანაწერი
Laravel
ამაოდ ხატავ...
ამაოდ ხატავ სარკმელზე გულებს:
იქ, ქვემოთ, უკვე სასახლის ეზო ჯარისკაცებით მოუვსია
სიჩუმის ჰერცოგს.
ხეზე აღმართავს თავის ალამს _ ფოთოლს, რომელიც ულურჯდება შემოდგომაზე;
ის თავის ლაშქარს უნაწილებს სევდის წველს და დროის ყვავილებს;
თმამოჩიტული, ქარქაშში ხმლების ჩასაგებად მიემართება.
ამაოდ ხატავ სარკმელზე გულებს: აღარ ჩანს ღმერთი, ჯარისკაცებს შორის ჩამდგარა,
იმ მაზარაში გახვეულა, ერთ დროს, ღამით, კიბეზე რომ ჩამოსწყდა შენს მხრებს,
ერთ დროს, სასახლე რომ აბრიალდა, როცა წარმოსთქვი, როგორც ყველამ: ჩემო ძვირფასო…
აღარ ეცნობა უკვე მაზარა და ვარსკვლავებსაც აღარ მოუხმობს
და მოფრიალე ფოთლისაკენ აჩქარებულა.
“ო, წველი”, ნატრობს გაიგონოს, “დროის ყვავილი”.
(გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ)

კომენტარი
0