შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

ხსოვნა

პაულ ცელანი 7 წლის წინ
ლეღვითნაყრული იყოს გული,
მასში ჟამი გაიხსენებს
ნუშისთვალს მკვდრისას.
ლეღვითნაყრული.


ზღვის სუნთქვაში კი – სიპი,
ჩაშლილი
შუბლი,
დაიკო ფრიალო კლდეთა.


და ირგვლივ შენი ჭაღარისა ფართოვდება
სამზეური ღრუბლის
საწმისი.

(გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ)
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →