ჩანაწერი
Laravel
მინდვრები
ყოველთვის ერთი, ხე ალვისა
აზრის კიდეზე.
ყოველთვის თითი, სამანთან რომ
ამაღლებულა.
ხოლო მისგან შორს
მწუხრს ორნატი შეუყოვნდება.
მაგრამ ღრუბელი:
ის არ ყოვნდება.
ყოველთვის თვალი.
ყოველთვის თვალი, რომლის ქუთუთოს
შენ გაახელ, როცა შენიშნავ
მის ჩამოხრილ დედმამიშვილებს.
მიწყივ ეს თვალი.
მიწყივ ეს თვალი, რომლის მზერა
იმ ერთს, ალვას, მოეხლართება.
(გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ)
აზრის კიდეზე.
ყოველთვის თითი, სამანთან რომ
ამაღლებულა.
ხოლო მისგან შორს
მწუხრს ორნატი შეუყოვნდება.
მაგრამ ღრუბელი:
ის არ ყოვნდება.
ყოველთვის თვალი.
ყოველთვის თვალი, რომლის ქუთუთოს
შენ გაახელ, როცა შენიშნავ
მის ჩამოხრილ დედმამიშვილებს.
მიწყივ ეს თვალი.
მიწყივ ეს თვალი, რომლის მზერა
იმ ერთს, ალვას, მოეხლართება.
(გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ)
Laravel
კომენტარი
0