ჩანაწერი
Laravel
ვიცი
და შენ, შენც ასე –:
დაჭუპრებული.
ვით ყოველივე ღამითრწეული.
ირგვლივ ეს თრთოლვა-ფრთებისცემანი:
რაც ჩამესმის და რასაც ვერ ვხედავ!
და შენ,
ვით დღისგან თავდახსნილი თითოეული:
დაჭუპრებული.
და თვალნი, შენ რომ გეძიებენ.
ჩემი თვალიც – ამ თვალთა შორის.
მზერა:
სულ ერთი ძაფით მეტი, შენ რომელიც შემოგევლება.
ეს გვიანი, გვიანი შუქი.
ციმციმებენ ძაფები: ვიცი.
(გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ)
დაჭუპრებული.
ვით ყოველივე ღამითრწეული.
ირგვლივ ეს თრთოლვა-ფრთებისცემანი:
რაც ჩამესმის და რასაც ვერ ვხედავ!
და შენ,
ვით დღისგან თავდახსნილი თითოეული:
დაჭუპრებული.
და თვალნი, შენ რომ გეძიებენ.
ჩემი თვალიც – ამ თვალთა შორის.
მზერა:
სულ ერთი ძაფით მეტი, შენ რომელიც შემოგევლება.
ეს გვიანი, გვიანი შუქი.
ციმციმებენ ძაფები: ვიცი.
(გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ)
Laravel
კომენტარი
0