ჩანაწერი
Laravel
ფერდობი
ჩემს გვერდით ცხოვრობ, ჩემი მსგავსი:
ქვად მოსული
ჩაშვავებულ ლოყაზე ღამის.
ო, ეს ფერდობი, საყვარელო,
სადაც ვგორავთ შეუსვენებლივ
ჩვენ, ქვანი,
ღარაკ-ღარაკ მბრუნავნი.
ჯერიდან ჯერზე კიდევ უფრო მომრგვალებულნი.
მსგავსნი. უცხონი.
მონამთვრალევი, ო, ეს თვალი,
აქ ჩვენსავით რომ ეხეტება,
და, ზოგჯერ, ჩვენ ის
ერთარს გვხედავს გაკვირვებული.
(გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ)
ქვად მოსული
ჩაშვავებულ ლოყაზე ღამის.
ო, ეს ფერდობი, საყვარელო,
სადაც ვგორავთ შეუსვენებლივ
ჩვენ, ქვანი,
ღარაკ-ღარაკ მბრუნავნი.
ჯერიდან ჯერზე კიდევ უფრო მომრგვალებულნი.
მსგავსნი. უცხონი.
მონამთვრალევი, ო, ეს თვალი,
აქ ჩვენსავით რომ ეხეტება,
და, ზოგჯერ, ჩვენ ის
ერთარს გვხედავს გაკვირვებული.
(გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ)
Laravel
კომენტარი
0