ჩანაწერი
Laravel
მწუხრი სიტყვათა
მწუხრი სიტყვათა – სიჩუმეში ჯადოჯოხით მიწისქვეშა წყალს რომ ეძებენ!
ერთი ნაბიჯი, და – მეორე,
იქვე – მესამე, რომლის კვალი
შენი ჩრდილით არ წაიშლება:
პირს იხსნის
დროის ნაიარევი
და სისხლის ტბორში დაძირავს მიწას –
ქოფაკნი სიტყვაღამის, ქოფაკნი
შენს შუაგულში
ხმას იმაღლებენ:
რას ზეიმობენ? ველურ წყურვილს
და ველურ შიმშილს…
უკანასკნელი მთვარე ჩნდება, რათა გიშველოს:
გრძელ ვერცხლისფერ ძვალს –
იმ გზასავით შიშველს, შენ რომ აქ მოგიყვანა –
ხროვას მიუგდებს,
მაგრამ მაინც ვერაფერს გშველის:
სხივი, რომელიც გააღვიძე,
აქვე ქაფდება,
ტივტივ მოცურავს ის ნაყოფი,
დიდი ხნის წინ შენ რომ ჩაკბიჩე.
(გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ)
ერთი ნაბიჯი, და – მეორე,
იქვე – მესამე, რომლის კვალი
შენი ჩრდილით არ წაიშლება:
პირს იხსნის
დროის ნაიარევი
და სისხლის ტბორში დაძირავს მიწას –
ქოფაკნი სიტყვაღამის, ქოფაკნი
შენს შუაგულში
ხმას იმაღლებენ:
რას ზეიმობენ? ველურ წყურვილს
და ველურ შიმშილს…
უკანასკნელი მთვარე ჩნდება, რათა გიშველოს:
გრძელ ვერცხლისფერ ძვალს –
იმ გზასავით შიშველს, შენ რომ აქ მოგიყვანა –
ხროვას მიუგდებს,
მაგრამ მაინც ვერაფერს გშველის:
სხივი, რომელიც გააღვიძე,
აქვე ქაფდება,
ტივტივ მოცურავს ის ნაყოფი,
დიდი ხნის წინ შენ რომ ჩაკბიჩე.
(გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ)
Laravel
კომენტარი
0