ჩანაწერი
Laravel
ნატურმორტი
წყვილი სანთელი, წყვილი ალი, წყვილი ნათება.
და ეს აქ, ამის ქვემორე: თვალი,
დაუწყვილები და დახურული,
საღამოს მომხაოებელი, რომელიც დადგა
ისე, რომ მწუხრად არ ქცეულიყო.
წინ კი – ის უცხო, შენ აქ რომლის სტუმარიც გქვია:
ნარშავი, ნათელს მოკლებული,
რომლითაც ბნელი ასაჩუქრებს ყოფიერებებს,
შორეთიდან,
რათა დარჩეს დაუვიწყარი.
და ესეც, ყრუში დაკარგული:
ბაგე,
ქვიანში გაქვავებულ-განმტკიცებული,
გამოხმობილი იმ ზღვის მიერ,
წლებს რომ ახვეწს საკუთარ ყინულს.
(გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ)
და ეს აქ, ამის ქვემორე: თვალი,
დაუწყვილები და დახურული,
საღამოს მომხაოებელი, რომელიც დადგა
ისე, რომ მწუხრად არ ქცეულიყო.
წინ კი – ის უცხო, შენ აქ რომლის სტუმარიც გქვია:
ნარშავი, ნათელს მოკლებული,
რომლითაც ბნელი ასაჩუქრებს ყოფიერებებს,
შორეთიდან,
რათა დარჩეს დაუვიწყარი.
და ესეც, ყრუში დაკარგული:
ბაგე,
ქვიანში გაქვავებულ-განმტკიცებული,
გამოხმობილი იმ ზღვის მიერ,
წლებს რომ ახვეწს საკუთარ ყინულს.
(გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ)
Laravel
კომენტარი
0