ჩანაწერი
Laravel
ცვალებადი გასაღებით
შენ ცვალებადი გასაღებით
აღებ სახლის კარს,
რომელშიც აღწევს მდუმარის თოვლი.
იცვლება შენი გასაღები,
შენი პირიდან ან ყურიდან ან თვალიდან
დადენილი სისხლის მიხედვით.
იცვლება შენი გასაღები და – შენი სიტყვა,
ფიფქთან ერთად რომ შეიძლება შემოაღწიოს.
შესაბამისად იმ ქარისა, შენ რომ გაძევებს,
ამ სიტყვას თოვლი მოეგრაგნება.
(გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ)
აღებ სახლის კარს,
რომელშიც აღწევს მდუმარის თოვლი.
იცვლება შენი გასაღები,
შენი პირიდან ან ყურიდან ან თვალიდან
დადენილი სისხლის მიხედვით.
იცვლება შენი გასაღები და – შენი სიტყვა,
ფიფქთან ერთად რომ შეიძლება შემოაღწიოს.
შესაბამისად იმ ქარისა, შენ რომ გაძევებს,
ამ სიტყვას თოვლი მოეგრაგნება.
(გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ)
Laravel
კომენტარი
0