შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

დათვალე...

პაულ ცელანი 7 წლის წინ
დათვალე ნუში,
დათვალე, მწარე რაც იყო და ფხიზელს გტოვებდა,
და მიმათვალე:

შენს თვალს ვეძებდი, რომ განხვენ და არვინ გიმზერდა,
იმ საიდუმლო ძაფს ვნასკვავდი,
რომელზეც ცვარი, შენგან ნაფიქრი,
ტოლჩებისკენ ჩასრიალებდა, დაცულებისკენ
ჯადოსიტყვით, არვის გული რომელმაც ჰპოვა.

პირველად სრულად იქ შეხვედი სახელში, შენი რომელიც არის,
შენსკენვე მტკიცე ნაბიჯებით ეშურებოდი,
უროები თავისუფლად ირწეოდნენ შენი დუმილის ზარსაკიდ ღერძზე,
შენ გაწყდებოდა მოსმენილი,
გარდაცვლილმა მოგხვია მკლავი,
და თქვენ, სამმა, მიმწუხრი განვლეთ.

გამამწარე,
მიმათვალე ნუშებს.

(გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ)
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →