შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

რაკი სიტყვებით...

პაულ ცელანი 7 წლის წინ
რაკი, სიტყვებით დაბრმავებული,
აღმოაცენებ შენ მას ღამიდან,
ხეს, რომლის ჩრდილიც ამავ ხეზე უწინ ყვავილობს:
დაეხურება ფერფლისქუთუთო, რომლის ქვეშ იყო, თვალი დისა
თოვლში ფიქრს რომ გამოახვევდა _

სრულიად ჰყოფნის ფოთლეული ამიერიდან
ქარის ქროლვის და გამოთქმულის ამოსაკითხად,
და მოჯარული ვარსკვლავები
ახლა დროის სარკეში ჩანან.

ტაფობში ფეხი ჩაიმყარე, მოზიდე თაღი:
იქ ის, შენი და, დაგდევნებია,
ხოლო სიკვდილი, მომდინარე თვალის ჭრილიდან,
პურს გიყოფთ თბილი მიღების ნიშნად,
ისიც თქვენსავით თასს ეტანება.

და თქვენ მას ღვინოს შეუზავებთ სანელებლებით.

(გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ)
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →