ჩანაწერი
Laravel
დაუცხრომელო გულო, ვისთვისაც...
დაუცხრომელო გულო, ვისთვისაც, კელაპტართა და ჟამთა შუაგულ,
კერპთა მსახური აშენებს ქალაქს,
შენ ზე მიიწევ
ტბორებისკენ, ალვებთან ერთად:
სადაც ფლეიტა ღამისეულში
მისი დუმილის მეგობარს კვეთს და
წყლებს გამოუჩენს.
ნაპირზე
აზრი, შენიღბული, მიმოდის და სმენად ქცეულა:
რამეთუ არც რა
გამოხდება კუთვნილი სახით,
და სიტყვას, შენ რომ თავზე დაგნათის,
გვიმრის ფოთოლში მოფუსფუსე ხოჭოს რწმენა აქვს.
(გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ)
კერპთა მსახური აშენებს ქალაქს,
შენ ზე მიიწევ
ტბორებისკენ, ალვებთან ერთად:
სადაც ფლეიტა ღამისეულში
მისი დუმილის მეგობარს კვეთს და
წყლებს გამოუჩენს.
ნაპირზე
აზრი, შენიღბული, მიმოდის და სმენად ქცეულა:
რამეთუ არც რა
გამოხდება კუთვნილი სახით,
და სიტყვას, შენ რომ თავზე დაგნათის,
გვიმრის ფოთოლში მოფუსფუსე ხოჭოს რწმენა აქვს.
(გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ)
Laravel
კომენტარი
0