ჩანაწერი
Laravel
ზვირთცემა
ჟამო, ფრთას ისხამ დიუნებში.
ქვიშის მარცვლით შეკრული დრო ჩემს მკლავებში ამღერებულა:
მე ვწევარ მასში, მარჯვენაში დანა მიპყრია.
აქაფდი, ტალღავ! გაბედე და გამოდი, თევზო!
სადაც წყალია, კიდევ ერთხელ შეიძლება სიცოცხლის ჩენა,
სიკვდილთან ერთხმად კიდევ ერთხელ ამ სამყაროს გადმომღერება,
ღარტაფიდან კიდევ ერთხელ ამოხმობა: ნახეთ,
ჩვენ გვერგო თავშესაფარი,
ნახეთ, ქვეყანა ჩვენი იყო, ნახეთ,
როგორ ვეგზეთ ჩვენ ვარსკვლავს!
(გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ)

კომენტარი
0