ჩანაწერი
Laravel
ნეტავი რატომ მოტყდა ასე ეს ქალბატონი?! ..
* * *
ნეტავი რატომ მოტყდა ასე ეს ქალბატონი?!
ქმარი გაექცა...
ავადმყოფობს...
იქნებ გაგიჟდა...
ჩამოითვლება ვერსიები საალბათონი,
რას ვკითხულობდი არსაკითხავს, ნეტა რა მრჯიდა...
ქალი კი მიდის,
თოვლზე ეულ ნაკვალევს სტოვებს,
ძნელია, როცა ზამთრად იცი, არსად გელიან,
ზამთარში უჭირს გაზაფხულის დამკარგავს ყოველს,
მაშინ სიცოცხლეც ზამთარივით გასალევია.
ქალი კი მიდის...
ნეტავი რატომ მოტყდა ასე ეს ქალბატონი?!
ქმარი გაექცა...
ავადმყოფობს...
იქნებ გაგიჟდა...
ჩამოითვლება ვერსიები საალბათონი,
რას ვკითხულობდი არსაკითხავს, ნეტა რა მრჯიდა...
ქალი კი მიდის,
თოვლზე ეულ ნაკვალევს სტოვებს,
ძნელია, როცა ზამთრად იცი, არსად გელიან,
ზამთარში უჭირს გაზაფხულის დამკარგავს ყოველს,
მაშინ სიცოცხლეც ზამთარივით გასალევია.
ქალი კი მიდის...
Laravel
კომენტარი
0