შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

ჭიანჭველები

არ იცოდა რა უნდა გაეკეთებინა. მეზობელმა ჭიანჭველამ მოირბინა და რაღაც წაუჩურჩულა.
...
ადრე მაღაროში მუშაობდა, საცოდავი! - იხსენებდნენ მეზობლები და დიასახლისზე ნაკლებად არ გლოვობდნენ ახლადმოსვენებულ ჭიანჭველას.
როგორ მოხდაო, - ერთმანეთზე საცეცებმიდებული ჭორიკანა ჭიანჭველები ამ საუბრით გართულიყვნენ. მორცხვობით ცალ ხელს პირზე იფარებდნენ და მოსაუბრეს ყურში ათას კითხვას უსვამდნენ.
ახლა ამ ქვრივს რა ეშველებაო, - სწუხდნენ მეორენი.
ეზოში გმინავდნენ თავჩაღუნული, უხუცესი ჭიანჭველები. მიცვალებულის სამეგობრო ჭიანჭველებს ტანში ჭიანჭველები დაუდიოდნენ.
რა დაემართაო, კაცოო! - ერთმა,
როგორ მოუვიდაო! - მეორემ,
რა ხიფათს გადაეყარაო! - მესამემ, და. ა. შ.
სინამდვილეში არავინ იცოდა, რომ მაგიდაზე ასულიყო, - ცხონდეს მისი სული!
პურის ნამცეცის რიგში მდგარა, როცა ჩაის კოვზით გაუსრესია ბავშვს.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →