შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

ერთი გოგო

ჩემს ბავშვობასაც ახსოვს ერთი გოგო, დაავადებული.
არ ვიცი, რა სჭირდა, ან თუ სჭირდა რამე, მაგრამ უცხო იყო.
მომწონდა.
მეც დავვალდებულდი,
რომ მისნაირი ვყოფილიყავი.
მომწონდა და მისნაირი უნდა ვყოფილიყავი.
ხოდა, მისნაირი რომ ვყოფილიყავი, ავდექი და თავი გადავიხოტრე.
მას მერე ოც წელზე მეტი გავიდა.
მე ჩემნაირი ვარ.
ის არ ვიცი, სადაა.
სად არ შეიძლება იყოს მონატრება - მიწიდან ცამდე.
ბოლომდე მისნაირი ვერ დავრჩი.
მე თმა სულ ამომდიოდა, მას სულ - სცვიოდა, თავისივე თოჯინისნაირად.
სად შეიძლება შეგხვდეს ადამიანი:
სიზმარში,
მიწაში,
ცაში,
ან უბრალოდ, როცა თავს გადაიხოტრებ, მოგონებებში.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →