ჩანაწერი
Laravel
მ-შვიდი ბრუნვა
ზღვა ჯერ ნაზი მიმოხრით ირწეოდა და სანაპიროზე მისული ქალიც ბაძავდა ზღვას.
ზღვა-მ მერე რაღაც გაიხსენა და აგრიალდა, აზვირთდა და აიჯაგრა ტალღები; ქალმაც გაიხსენა რაღაცა და ზღვასავით ანერვიულდა.
ზღვა-ს არ შეეძლო ქალის დამშვიდება - პირიქით, ფეხები გაიგრილე შემოდიო - მაცდურად ეპატიჟებოდა და ტალღებს ისე აიწევდა, როგორც ეს ქალი კაბას.
ზღვ-ის კიდეს გაჰყურებდა ქალი ჰორიზონტზე და ვერ არჩევდა ზღვისა და ცის მიჯნას, ისევე როგორც არ გაირჩეოდა საზღვარი ქალსა და ღმერთს შორის.
ზღვ-ით ტკბებოდა ქალი ისე, როგორც წეღან მისით, ლაზღანდარა ლოთები და ამიტომაც უნდოდა ქალს,
ზღვით დამტკბარიყო.
ზღვ-ად ეჩვენებოდა ქალს ცაც და ხან ზღვას სთხოვდა შველას, ხანაც ცას ხელში აყვანას.
ზღვავ, (ან) ზღვაო, - დამშვიდდი და ნაპირზე გამოუშვი ის ქალი, რომელმაც შენში შვება ნახა!
...
ბოლოს მახვილი (!)

კომენტარი
0