შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

ნახვარ მეტრზე

ახლა ნოემბერი ყინვით გათოშილი,
ასე ნაოქტომბრალ, სუსხით გაბერილი.
მე კი სანთლით ხელში შენს წინ დაჩოქილი,
როგორ არ გავსე და... მაინც დამელიე.

ღმერთთან მისასვლელი ყველა გზა მოჭრილი,
მხოლოდ შენში გადის გზა და... თუ გზა ჰქვია.
მე აფთარი დილა, შენ - საღამო მშვიდი,
ღმერთო, მეპატიოს ყველა აპათია!

ერთი აღმართი მაქვს მხოლოდ დარჩენილი,
მერე ათი მცნებით ღრუბლებს გაღმა გავალ.
უნდა ჩავაბარო ბოლო გაკვეთილი,
დასაწყისიდანვე ასე რომ დამღალა.

დამეწერინები ლექსად ათას ღამის,
თუმცა, რა მაფიქრებს ამ დასაწვავ ლექსზე.
გჯერა ყველაფერის, მე კი - აღარაფრის,
მიწასთან ახლოს და ციდან - ნახვარ მეტრზე.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →