შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

თეთრლექსნარევი

ეს წუთია გამოვკარი სასხლეტს ხელი
და ბოლო, რაც იყო, წარმომიდგა
როგორ და როგორს მნახულობს მამა,
რომელიც გაფითრდება, და ტანზე სველი
ოფლი დანამავს.

ეს წუთია გავისროლე და არც კი მიფიქრია, როგორ მომიტანებენ თვითმკვლელობისთვის ჯარიმის ქვითარს,
რომელსაც ვადა გაუვა გადაუხდელობის გამო და არ წავიკითხავ.

ეს წუთია,ძლივს გათბა სისხლი წინა ათასწლეულელი კაცისა, რომელიც ვერ წავა "ცათა შინა",
თუმცა გალაკტიონურად აპატიებენ, რომ ეს ცხოვრებაა თამაში და...

ეს წუთია თვალების დახუჭვისა, რომელზეც მიზანი არ წერია თვითმკვლელობისა, რომ ცხოვრება ფუჭია.
იქ მხოლოდ იკაწრება წლები დეფისითურთ. ეს საათი და ეს წუთია.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →