ჩანაწერი
Laravel
🍁🍁🍁
გეძებ სარითმავი სიტყვასავით,
ქუჩებს მოსდებია შეყვითლება.
შენი სურნელი ხომ იქ არ არის,
აღარც დაბრუნება შეიძლება.
შენს ხალათს ვახურავ ჩემს ფოტოებს,
ისევ სიცივეა უშენობით.
ვხედავ გამოფიტულ ტროტუარებს,
შენზე ყველა ქუჩას ვუყვებოდი.
მიწასამატლეა ნაკვალევი,
ფუჭი, უარაფრო კინოფირი.
აღარც კი მაოცებს არაფერი,
ყელში მებჯინება ნიკოტინი.
მიზანთროპულ სუნთქვას რა ვუშველო,
ერთი მეტრი თოკი თან სულ მიცდის.
სიტყვას ნუ მოძებნი სანუგეშოდ,
როცა გაიგონებ ჩემს სუიციდს.
ქუჩებს მოსდებია შეყვითლება.
შენი სურნელი ხომ იქ არ არის,
აღარც დაბრუნება შეიძლება.
შენს ხალათს ვახურავ ჩემს ფოტოებს,
ისევ სიცივეა უშენობით.
ვხედავ გამოფიტულ ტროტუარებს,
შენზე ყველა ქუჩას ვუყვებოდი.
მიწასამატლეა ნაკვალევი,
ფუჭი, უარაფრო კინოფირი.
აღარც კი მაოცებს არაფერი,
ყელში მებჯინება ნიკოტინი.
მიზანთროპულ სუნთქვას რა ვუშველო,
ერთი მეტრი თოკი თან სულ მიცდის.
სიტყვას ნუ მოძებნი სანუგეშოდ,
როცა გაიგონებ ჩემს სუიციდს.
Laravel
კომენტარი
0