შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

წასვლამდე

ფანჯრებს აწყდება ნოემბრის გამა,
ისევ არეულა ამინდები.
ისევ შემოვაღებ კარებს, მაგრამ
შენ ხომ...
მაგრამ შენ იქ არ იქნები,

ბოლო ბოლს გავუშვებ სიგარეტის,
ახლა სიმფონიაც თავს მაძულებს.
ძარღვში სისხლის ნაცვლად გიტარებდი,
შენ კი წასვლამდეც არ მინახულე.

ისე მარტივია გაგიჟება,
თითქმის არყოფნასაც ეფარდება.
ახლა სუიციდის ჟამი დგება,
ლიბრზე თხელი ნისლი მეფარება.

უკვე ამოვტუმბე გრამი სისხლიც,
შენს თავს სული საბნად მივახურე.
ისე წახვედი და გამისხვისდი,
წასვლამდე ერთიც არ მინახულე.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →