შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

შენს გარეშე

ყინვა ურცხვად და მდორედ მეხება
და მაცახცახებს მთელი შეგრძნებით.
ვერც შენ გხედავ და ვერც მიზეზს ვხედავ,
რატომ არ უნდა იყო ჩემს გვერდით.

ვუსმენ თოვას და ძველ სიმფონიას,
ვხატავ შენს თმებს და წარსულს ვიპარავ.
ერთი მიზეზიც ვერ მიპოვია,
თუ რატომ უნდა წასულიყავი.

მე გამოვუტან თვით ჩემს თავს ვერდიქტს,
ვდგავარ, მწადია ცხრა გრამის დახლა.
ვეღარ ვპოულობ მიზეზებს ვერც კი,
რატომ არ უნდა მყავდე აქ, ახლა.

უნდა ავდგე და უნდა მოგიკვდე,
სართულებს ვითვლი, ქვევით დავეშვი.
ერთი მიზეზიც არ მაქვს, რომ კიდევ
ვიცოცხლო ასე და შენს გარეშე.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →