შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

თბილისი

ფოთლები შეიყვითლა ყველა ხემ, უპირობოდ,
განიერ ქუჩებში კი ოქტომბრის ყივილია.
ყანჩელის სიმფონია ვერაფრით დაგაპურებს,
სანამ არ გაივლი და მტკვართან არ გიყიდიან,
რომ არ ხარ აქაური, რომ დაგაქვს პროვინცია
და დაუკრეფავში გადასულს გიპოვნიან.
მერე კვლავ მომღიმარედ, თან ისე, რომ იციან,
ისმენენ შენს კილოს და გაყრიან ირონიას.
გეპნევა ბათუმური ფიქრი და სიხარული,
თან დიდად (ან სულაც - მცირედაც) ვერ გხიბლავს.
გიხდება ოქტომბერიც და კარის სახელურის
თბილისში შეუსვლელად კარების მიკეტვა.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →