შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

შენ რომ არც გახსოვს

რა რთულად ვათევ წერაში ღამეს,
რომ მეორე დღეს ცეცხლი დავანთო.
ყველაფერს ასე მარტივად ვკარგავ
და აღარც ვეძებ
მერე არადროს.
ყველაფერს ჰქვია წასვლა და (მეტიც),
მოსვლა არაფერს ჰქვია, სანაცვლოდ.
ღმერთთან წავალ და ყველაფერს ვეტყვი და დავბრუნდები
შენთან არასდროს.
ღამე გაათევს წერაში ღამეს,
მომენატრება დღე და საღამოს
ყველაფერს გეტყვი, როგორ დამღალეს
მონატრებებმა,
შენ რომ არც გახსოვს.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →