ჩანაწერი
Laravel
რა შორს წავსულვარ
მარტი რომ კვირტებს შლიდა
იქ ჩვენც ვიდექით მშვიდად.
მერე ჭკუაზე მშლიდა
გადაკარგვები.
და იმ გაზაფხულს დიდხანს
ვეღარ ვისმენდი შენს ხმას,
ან კიდე ვინმემ მითხრას, -
საით წახვედი.
მერე ქარი რომ ჰქროდა
მე უშენობა მქონდა,
გახსენებებიც - ჰოდა
ვეღარსად გნახე.
ახლა იმ კვირტთან ვდგავარ,
მაგრამ უშენოს ვგავვარ.
კვირტებიც კი გამქრალა -
ფოთლები გახდნენ.
ნოემბერი დგას - ცივა,
თოვლი ფიფქავს და ცვივა.
აღარ მიყურებს ციდან,
ვინც მიყურებდა.
კიდევ მოიბამს კვირტებს,
მაგრამ შენ გაიკვირვებ,
რომ არ ვიქნები იქვე
და შორს წავსულვარ.
იქ ჩვენც ვიდექით მშვიდად.
მერე ჭკუაზე მშლიდა
გადაკარგვები.
და იმ გაზაფხულს დიდხანს
ვეღარ ვისმენდი შენს ხმას,
ან კიდე ვინმემ მითხრას, -
საით წახვედი.
მერე ქარი რომ ჰქროდა
მე უშენობა მქონდა,
გახსენებებიც - ჰოდა
ვეღარსად გნახე.
ახლა იმ კვირტთან ვდგავარ,
მაგრამ უშენოს ვგავვარ.
კვირტებიც კი გამქრალა -
ფოთლები გახდნენ.
ნოემბერი დგას - ცივა,
თოვლი ფიფქავს და ცვივა.
აღარ მიყურებს ციდან,
ვინც მიყურებდა.
კიდევ მოიბამს კვირტებს,
მაგრამ შენ გაიკვირვებ,
რომ არ ვიქნები იქვე
და შორს წავსულვარ.
Laravel
კომენტარი
0