შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

მეეზოვე

შენ როცა გძინავს მე ავიღებ (ხელფასს კი არა)
ჩემს სპეც-ფორმას, ცოცხს, რომ დავგავო ქუჩა ბინძური.
გავალ და სახლის ნაცვლად ქუჩას გავანიავებ,
გავალ, რომ გარეთ ჩამიარონ იმ
მედიდური
ნაბიჯებით და შემომხედონ მე შეუხედავს.
დავგავო ქუჩა და გამოვთვრე მტვრით და (ან) ნაგვით.
ამ დილით ხეზე ბეღურებსაც გულს გაუხეთქავს
ვინმე მენაგვე, მეეზოვე თავის
წანწალით.
გავალ, დავუვლი ამ გრძელ ქუჩას, არც რამეს ვეძებ
და გროშს ვიპოვი, ამ ქალაქში - ვის უნდა გროში.
ცოცხით მიმოვყრი მიმობნეულ პურის ნამცეცებს,
რომ უდედო შვილს დედამ პური მივუტანო შინ.
...

შავი კატები მიმორბიან ქუჩაში მხოლოდ,
მაგრამ მე მაინც ვერ ვუჯერებ ვერცერთ ცრურწმენას.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →