შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

თავქარიანი ქარი

რამდენი რამე მოიტანა ამ თავქარიანმა და არაფერი არ წაუღია, -
ყველაფერი დატოვა.
მოვიდა ხელდამშვენებული და მოგვაყარა მეზობლების ნახული სიზმრები, დილით რომ ქარს გაატანეს. ამან კიდე ჩვენ მოგვიტანა.
ჯერ იყო და ჩიტებს ფრთა მოამტვრია, მერე ხეს - ტოტები.
ფანჯრის მინებმა წერილი წაიღო,
ქარმა - მოიტანა.
მოიტანა ვაშლზე წაგლეჯილი ყვავილები და მიმოაყარა მიმოგრაგნილ ჩიტს.
ქარიცაა და ქარიც.
ზოგი უბერავს, ზოგიც მართლა უბერავს.
რკინის ღობეზე ლურჯსაღებავამოსვრილი თუჯის ჩიტები დგანან ახლა.
ეს ვერ წაიღო ქარმა და იმიტომ, რომ არაფერიც არ მოუტანია ამ თავქარიან ქარს.
ქარიცაა და ქარიც.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →