შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

ერთი სიფხიზლე

ასეთ ამინდში ტყუილია "გამოიდარებს",
ასეთ ამინდში შიშია და გშია შიგაშიგ.
სინამდვილეა, კორპუსებთან ყველა სიმთვრალე,
სინამდვილეა, წვეთიც რომ არ გრჩება ჭიქაში.
- რჩები ჭიქაში.

სიმთვრალის მეფე კრძალვით კრძალავს სიფხიზლის პაიკს,
ულიფტოდ აგაქვს ტანჯვის ლოდი, როგორც სიზიფე.
ახლა ცხოვრება თურმე რას არ გალაპარაკებს,
ფასი ვერ მიხვდი, თუ რა ჯდება ერთი სიფხიზლე.
- კვდება სიფხიზლე.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →