შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ორპირი კაცს ჰგავს ეს არის ახლა

თავს გაუფრთხილდი,
ორპირ კაცს ჰგავს ეს ქარი ახლა!
(ბანალურია კი, ლექსების ასე დაწყება).
მერე რა, იყოს! ასე იყოს და შეინახავ, იქამდე, მანამ საალერსოდ სხვასთან დაწვები
და გაფანტავ ყველა ფიქრს ჩემზე.
შენ დახუჭავ თვალს და სულით სხვას, სხვას ჩაბარდები.
გაანადგურებ და მოისვრი ყველაფერს გვერდზე
რაც გაგახსენებს, ანუ მე რაც მიკავშირდება.
ახლა ვგავარ ღმერთს ერთი რამით - სიმარტოვეთი.
ჩრდილიც კი აღარ დამსდევს გვერდით, არ მეკარება.
(ფანჯრებიც უნდა აუჭედო წესით პოეტებს)
შენს მოლოდინში ჩამობერდა სახლის კარები,
რომელიც ისე დარჩა ღია, როგორც დატოვე,
ხელს ვინ შეახებს, რომ წაშალოს ანაბეჭდები.
ანთებს, ოთახებს ეფინება ეს სიმარტოვე.
ისე გავყვები ამ ღამეს, რომ არც დავეჭვდები
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →