შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

არასდროს

მე და შენ ფიქრებით შორი-შორს დავდივართ,

ან სულაც, ფიქრები ერთი გვაქვს საერთოდ.

ღმერთები ცალ-ცალკე გვდევნიან მაღლიდან,

ჩვენ მაინც ჩურჩულით შევხვდებით, ღამე რომ

ჩადგება მთვარის და ვარსკვლავის კუპეში.

მე და შენ სიცოცხლეც არასდროს არ გვახსოვს.

მე და შენ დავრჩებით ერთურთის ფიქრებში

და სინამდვილეში - არასდროს, არასდროს!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →