შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ვერ მოვასწარი

დავდივართ შორს და დავდივართ ერთად
და სადაცაა, მოვა ზამთარიც.
რამდენი რამე მინდოდა მეთქვა
და ნახევარიც ვერ მოვასწარი.

გარეთ ქარია და გამა ფერთა,
შიგნით სამარე მიმოვისწორე.
გვეწადა დიდხანს სიცოცხლე ერთად
და ნახევარიც ვერ მოვასწარით.

უფრო სხვანაირ ლექსს გპირდებოდი,
თუმცა, რას იზამ, იყოს რაც არის!
შენ გაიფიქრე, რომ მიკვდებოდი,
მე ეს გავიგე და დაგასწარი.

ჩვენ უფრო მეტად, სხვა გრძნობა გვერქვა,
თოვლი დადო და ფეთქავს ზამთარი.
რამდენი რამე მინდოდა მეთქვა
და ნახევარიც ვერ მოვასწარი.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →