შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

ნუღარაფერს მეტყვი

ციცინათელების სეზონია,
დაგვრჩა ერთი ღამე, არც თუ მეტი.
გთხოვ, ისე წადი ნუ გეცოდები -
ნუღარაფერს
მეტყვი!

ახლა ლაქიანი მთვარე გმოსავს,
ახლა სადაცაა გავგიჟდები.
ლაქა მოსდებია გარემოსაც
შენი
ნაბიჯების.


მიწამ ჩამოწველა ციდან წვიმა,
ჩემთან საღამოა მინუს ერთი,
ეს საღამოც შენ გამინაწილე.
უკვე
ვვირუსდები.

ციცინათელების სეზონია,
დაგვრჩა ერთი ღამე, არც თუ მეტი.
გთხოვ, ისე წადი ნუ გეცოდები -
ნუღარაფერს
მეტყვი!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →