ჩანაწერი
Laravel
შენ და სხვა
ერთ დღესაც ავდგები და ღიმილს ვისესხებ,
თორემ ჩემს ღიმილებს ყავლი ხომ გაუდის.
შეგხვდება ქუჩაში ჩემსავით ვინმე სხვა,
ვინმე სხვა, ისიც რომ ჩემსავით გაცუდდეს.
ჩაივლით შენ და სხვა კორპუსის კედელთან,
იქ სადაც "მე" და "შენ" წერია პლიუსით.
შენ, გახარებული კედელს არც შეხედავ,
მე - დამარცხებული ჩავუვლი კორპუსებს.
ბერწ ამინდს გაუდის ვადა და ვერ გეძებ,
ჯანდაბას! წვიმა არ მოდის და არც ვუცდი.
"მე" და "შენ" (პლიუსით) წერია კედელზე,
პლიუსი, რომელიც არაფერს არ უდრის.
თორემ ჩემს ღიმილებს ყავლი ხომ გაუდის.
შეგხვდება ქუჩაში ჩემსავით ვინმე სხვა,
ვინმე სხვა, ისიც რომ ჩემსავით გაცუდდეს.
ჩაივლით შენ და სხვა კორპუსის კედელთან,
იქ სადაც "მე" და "შენ" წერია პლიუსით.
შენ, გახარებული კედელს არც შეხედავ,
მე - დამარცხებული ჩავუვლი კორპუსებს.
ბერწ ამინდს გაუდის ვადა და ვერ გეძებ,
ჯანდაბას! წვიმა არ მოდის და არც ვუცდი.
"მე" და "შენ" (პლიუსით) წერია კედელზე,
პლიუსი, რომელიც არაფერს არ უდრის.
Laravel
კომენტარი
0