ჩანაწერი
Laravel
წერილი დედას
იცვლიან დღეები ღრუბლების ტანსაცმელს
და დღე უცვლელია, ტყუის კალენდარი.
მორალი უფლებას არა და არ მაძლევს,
რომ არ მოვიკითხო დედა, ხელდამჭკნარი.
დავჯდები, დავუწერ ლექსსა და მოკითხვებს,
გავატან სოფელში ვინმეს ქალაქიდან.
სათვალეს თაროდან დედა ჩამოიღებს,
თაროზე წამლებიც უხვად ალაგია.
ლამპასთან დაჯდება მდიდარი (წერილით),
ოთახში, ბუხარზე ცივ მუხლებს მიუშვერს.
სურს რომ გაიწელოს წერილის წერტილი...
იხსენებს რვეულში სასკოლო ნიმუშებს.
პასუხის მოწერა სურს ალბათ, დედაჩემს,
ეძებს მოსაწერად წერილის ვერსიებს.
მაგრამ ბრაზი ახრჩობს, ჯავრობს და ცრემლს მალავს,
რომ არ აუღია ბოლო თვის პენსია.
და დღე უცვლელია, ტყუის კალენდარი.
მორალი უფლებას არა და არ მაძლევს,
რომ არ მოვიკითხო დედა, ხელდამჭკნარი.
დავჯდები, დავუწერ ლექსსა და მოკითხვებს,
გავატან სოფელში ვინმეს ქალაქიდან.
სათვალეს თაროდან დედა ჩამოიღებს,
თაროზე წამლებიც უხვად ალაგია.
ლამპასთან დაჯდება მდიდარი (წერილით),
ოთახში, ბუხარზე ცივ მუხლებს მიუშვერს.
სურს რომ გაიწელოს წერილის წერტილი...
იხსენებს რვეულში სასკოლო ნიმუშებს.
პასუხის მოწერა სურს ალბათ, დედაჩემს,
ეძებს მოსაწერად წერილის ვერსიებს.
მაგრამ ბრაზი ახრჩობს, ჯავრობს და ცრემლს მალავს,
რომ არ აუღია ბოლო თვის პენსია.
Laravel
კომენტარი
0