შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

ვერ გნახე

არსებობს სიცოცხლის სხვადასხვა ვერსია,
მე იმ ერთს უნდა ვეყმო.
რამდენი ტაძარი, თუნდაც ეკლესია -
ვერცერთში გნახე ღმერთო!

შევქმენი ვერტმფრენი, გემი და მანქანა,
გეძებე ბევრი და ბევრი.
არც ცაში, ზღვაში და ხმელეთზეც აღარ ხარ,
დაგკარგე რწმენაში ღმერთი!

მასწავლეს, მირჩიეს, მთხოვეს და მომთხოვეს -
გწამდესო, გწამდეს, გწამდეს!
რა მწამდეს! - ზავს ვუდებ აქაურ ჯოჯოხეთს,
მოგშორდი და ვერსად გნახე!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →