შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

ქუჩაში შემამჩნევ...

ქუჩაში შემამჩნევ, უსალმოდ ჩაივლი,
ჩაღუნავ თავს და ატირდები,
მე შემოგხედავ და გაგიღიმებ,
არაფერს გეტყვი, გაწითლდები...

გაგვახსენდება დღეები, როცა
ერთად ვებრძოდით სიმარტოვეს,
და როცა დავტოვეთ ერთმანეთი,
უმალ სიზმრებმაც მიგვატოვეს...

ბოლო დროს ხშირად ვწერ სიყვარულზე,
ვწერ რა...
თავისით მეწერება...
შენთვის ყველაფერს გავიმეტებ,
შენ კი - არაფერი გემეტება...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →