შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

პოეტს უყვარდე...

"პოეტს" უყვარდე, იგივეა უყვარდე ამინდს,
მთელ ამ სამყაროს თვის ნებაზე, რომ ატრიალებს...
და როგორც წვიმა, გაუსაძლის მზიან ამინდში,
ნუ უწყენ "პოეტს" თუ ხანდახან დაიგვიანებს...

უყვარდე პოეტს, თვით სიყვარულს უყვარხარ მაშინ,
დღეს გონებაში წყვდიადი და ბურუსი მეფობს,
იცოდე, სანამ "ფრთებს რაიმის სათქმელად გაშლი",
გულს მოუსმინე, სხვას არაფერს და ფიქრიც გეყოს.

მე ის არ ვიცი ვის უყვარხარ ანდაც რამდენად,
ჩემი გრძნობებით არც არავის შევედარები,
მაგრამ ერთს გეტყვი რაც ვიცი და ცხადზე ცხადია,
"მეც პოეტი ვარ",
ჩემსავით სხვას ვერ ეყვარები.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →