შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ё

ღამეა, უთავბოლოდ უსაშველო...
დამღალეს, დამღალეს ფიქრებმა...
მე ვცდილობ ჩემ თავთან მივიდე
თუმც, მანძილი უწყვეტად იზრდება...

მთვარე - უძილო და ნამთვრალევი,
ვარსკვლავებს ითვლის და მშვიდდება...
მე კი ნაძვის ხეს - საახალწლოს ვრთავ რა...
თავისით ირთვება...

ქუჩაში მარტოსულს ხეტილი,
მკითხავ... რატომ არ მწყინდება,
კითხვას გიტოვებ უპასუხოდ,
ვიცი, მაინც არ გჭირდება...

ზამთარს ფიქრად მოაქვს ფანტელები,
სიზმრიდან - სიზმრამდე... ბინდდება,
კვლავ ვცდილობ ჩემ თავთან მივიდე
თუმც, მანძილი უწყვეტად იზრდება...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →