შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

შენი ხალები

ოთო ბერიძე 2 წლის წინ
ვწერ ისევ,
შენ მახსენდები,
შენი შეხება ყველაფერს მიღირს.
კვდება სხეული,
შენი ხელები
მიშვებს...
-მე ისევ სუნი მაქვს მიწის.
მიწის რომლითაც დავიმარხე.
ვარ ძველი ტილო
მტვრან სარდაფში,
ასე მარგუნეს.
შენი არმოსვლა
ფერს მიკარგავს,
მნესტავს,
მახუნებს.
შენი ხელები,
შენი უსაზღვროდ ვიწრო, ნოტიო
და დეკემბერის ცივი ფერები.
ვალსი,
მე,
შენ,
ღმერთი,
ჩვენ სამის ტრიო
შენი ხელები.
დაუღლელი,
შემოხვეული,
მაგ ვიწრო ყელი,
ლავიწები,
სწორი,
ჩვეული.
შენ,
შენ,
შენ,
შენი ხალები.
ოქროსფერი მაგ თეთრ სხეულზე.
მე ვხატავ,
მე ვაკვირდები,
მე ვუმზერ.
მე ავუდივარ.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →