შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

სარა ტისდეილი - მე ვეღარაფერს ვიგრძნობ

ოთარ ბიწაძე 4 წლის წინ
როცა მოვკვდები და ჩემს ზემოთ შუქი აპრილის
გალუმპულ ნაწნავს მოიქნევს იმ დროს
შენ დაიხრები სასთუმალთან გულგატეხილი -
მე ვეღარაფერს ვიგრძნობ.


ვიქნები მშვიდი, როგორც ფოთლოვან ხეებს სჩვევიათ
როდესაც წვიმა ტოტს დახრის დაბლა
და მე გავხდები იმაზე უფრო ჩუმი და ცივი -
ვიდრე შენა ხარ ახლა.


მთარგმნელი _ ო.ბიწაძე.

=======

"I Shall not Care"

When I am dead and over me bright April
Shakes out her rain-drenched hair,
Tho' you should lean above me broken-hearted,
I shall not care.

I shall have peace, as leafy trees are peaceful
When rain bends down the bough,
And I shall be more silent and cold-hearted
Than you are now.


BY SARA TEASDALE
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →