შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

იქნებ შეიცვალოს ყველაფერი

ოთარ ბიწაძე 2 წლის წინ
მარტი,
საყურე
და გულდაწყვეტა
და შენი ძველი წერილებით
სავსე უჯრები,
ვერასდროს შევძლებ მათ გაღებას,
მათ გახსენებას,

საკმარისია ვიცოდე,
რომ აქვე არიან,
გადაიქეცი რაც დამიზნებულ რევოლვერად,
ღია ჭრილობად,
მე მირჩევნია
ახლოს მყავდე და ვერ გხედავდე,

რა გაეწყობა,
მე ასეთი ვარ,
ათი წლის წინ დაკარგულ კატას
დღემდე ვუცდი და
ვუნახავ საწოლს,

რა გაეწყობა,
მე ასეთი ვარ
ყველაფერში,
მთელი ცხოვრება
ზარს ველოდები,
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →