ჩანაწერი
Laravel
შეცდომებისკენ მიმავალი გზები
დაე, გახსოვდეს
ყოველთვის,
როცა
მეგობარს კოცნი,
ან შეყვარებულს ემშვიდობები,
ან შვილს აცილებ
სკოლაში,
ბაღში,
თუ სამსახურში -
მას ემუქრება მთვრალი გამვლელი
ან - ცოფიანი ძაღლი ქუჩაში,
ემუქრებიან ცუდი მძღოლები -
ფერგადასული საღებავი გადასასვლელზე
ან მწვანე შუქის დაგვიანება,
და სულ ახალი ავტობუსიც
ან ძველი მეტროს
გაუმართავი ინფრასტრუქტურა,
მას ემუქრება დიზენტერია
ან - დაუდევრად გაყვანილი
წვრილი სადენი
ესკალატორის მოაჯირის ქვეშ
ემუქრებიან უჯრედები
უმიზეზოდ რომ განაგრძობენ
გაყოფასა და გამრავლებას,
რის შედეგადაც
სხეულს სიმსივნე უვითარდება
და რომ ისევ ვართ,
გეფიცები,
ეს სიყვარულის ახსნაცაა,
მაგრამ, გახსოვდეს -
როცა შორდები
მას ემუქრება
შემთხვევითი კრიმინალი
ანდაც, ვარსკვლავთა
განაწყენება
დაე, გახსოვდეს,
რომ ყოველ ჯერზე
უნდა შეგეძლოს
მათ უმნიშვნელო არსებობას
უთხრა,
მშვიდობით,
ყოველთვის,
როცა
მეგობარს კოცნი,
ან შეყვარებულს ემშვიდობები,
ან შვილს აცილებ
სკოლაში,
ბაღში,
თუ სამსახურში -
მას ემუქრება მთვრალი გამვლელი
ან - ცოფიანი ძაღლი ქუჩაში,
ემუქრებიან ცუდი მძღოლები -
ფერგადასული საღებავი გადასასვლელზე
ან მწვანე შუქის დაგვიანება,
და სულ ახალი ავტობუსიც
ან ძველი მეტროს
გაუმართავი ინფრასტრუქტურა,
მას ემუქრება დიზენტერია
ან - დაუდევრად გაყვანილი
წვრილი სადენი
ესკალატორის მოაჯირის ქვეშ
ემუქრებიან უჯრედები
უმიზეზოდ რომ განაგრძობენ
გაყოფასა და გამრავლებას,
რის შედეგადაც
სხეულს სიმსივნე უვითარდება
და რომ ისევ ვართ,
გეფიცები,
ეს სიყვარულის ახსნაცაა,
მაგრამ, გახსოვდეს -
როცა შორდები
მას ემუქრება
შემთხვევითი კრიმინალი
ანდაც, ვარსკვლავთა
განაწყენება
დაე, გახსოვდეს,
რომ ყოველ ჯერზე
უნდა შეგეძლოს
მათ უმნიშვნელო არსებობას
უთხრა,
მშვიდობით,
Laravel
კომენტარი
0