ჩანაწერი
Laravel
სხვა დანარჩენი
არ მოგიყვებით ზუსტად რამდენი
გადაიტანეს ერთმანეთისთვის,
მაგრამ მსხვერპლებით სავსე წარსული
დააგვირგვინა ერთად ცხოვრებამ,
მე მათ ორი დღით ვესტუმრე მხოლოდ,
ჩვენ ვსაუბრობდით გვიანობამდე,
მათ არ უნდოდათ რომანტიკაზე
და სიყვარულზე გველაპარაკა,
სამაგიეროდ, ვახსენეთ ხალხი,
რომლებსაც ერთად ვიცნობდით ერთ დროს
და მოვისმინეთ მოგონებები,
მე მიხაროდა, რომ არაფერი
ემუქრებოდა ჩვენს მეგობრობას,
თუნდაც სიცოცხლე გაგრძელდეს მარად...
და მე ძალიან გვიან შევნიშნე
ცარიელი მათი თითები
და როგორც მითხრეს,
ბრწყინვალება დაკარგა ოქრომ
და ურჩევნიათ - აღარ ატარონ,
წინანდელივით,
არც იტალიურ სონეტებს აღარ
უკითხავდა ძილის წინ კაცი,
- საერთოდ, კითხვა აფუჭებს თვალებს,
მითხრეს კეთილად და გამიღიმეს,
ასე ერთმანეთს უღიმოდნენ დიდი ხნის წინათ,
სხვა ყველაფერი უმნიშვნელო
დარჩა უცვლელი,
გადაიტანეს ერთმანეთისთვის,
მაგრამ მსხვერპლებით სავსე წარსული
დააგვირგვინა ერთად ცხოვრებამ,
მე მათ ორი დღით ვესტუმრე მხოლოდ,
ჩვენ ვსაუბრობდით გვიანობამდე,
მათ არ უნდოდათ რომანტიკაზე
და სიყვარულზე გველაპარაკა,
სამაგიეროდ, ვახსენეთ ხალხი,
რომლებსაც ერთად ვიცნობდით ერთ დროს
და მოვისმინეთ მოგონებები,
მე მიხაროდა, რომ არაფერი
ემუქრებოდა ჩვენს მეგობრობას,
თუნდაც სიცოცხლე გაგრძელდეს მარად...
და მე ძალიან გვიან შევნიშნე
ცარიელი მათი თითები
და როგორც მითხრეს,
ბრწყინვალება დაკარგა ოქრომ
და ურჩევნიათ - აღარ ატარონ,
წინანდელივით,
არც იტალიურ სონეტებს აღარ
უკითხავდა ძილის წინ კაცი,
- საერთოდ, კითხვა აფუჭებს თვალებს,
მითხრეს კეთილად და გამიღიმეს,
ასე ერთმანეთს უღიმოდნენ დიდი ხნის წინათ,
სხვა ყველაფერი უმნიშვნელო
დარჩა უცვლელი,
Laravel
კომენტარი
0